მგზავრობა ძაღლებთან ერთად

მგზავრობა ძაღლებთან ერთად

26/08/2020

ზოგიერთი ძაღლისათვის ავტომობილით  მგზავრობა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებაა, ზოგისათვის კი სტრესის მომტანი. თუ ხშირად დანიშნულების ადგილი ვეტერინარის კაბინეტია, მაშინ ძაღლისთვის შესაძლოა მგზავრობა უარყოფით ემოციებთან ასოცირდებოდეს, ხოლო თუ ავტომობილით პარკში, ან სანაპიროზე სასეირნოდ მიგყავთ, მაშინ მათთვის მგზავრობა სასიამოვნო გამოწვევაა.

იმისათვის, რომ ოთხფეხა მეგობართან ერთად მგზავრობა სასიამოვნო და სტრესისგან თავისუფალი იყოს, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე რჩევა:

  • ძაღლი უნდა იჯდეს მისთვის მოსახერხებელ ადგილას, ისე რომ არ დააზიანოს ავტომობილი და არ შეუშალოს ხელი მძღოლს ავტომობილის მართვაში;

  • მძღოლმა თან უნდა იქონიოს ძაღლის კომფორტისთვის საჭირო ნივთები, იქნება ეს წყალი, მისი საყვარელი სათამაშო, თუ პლედი;

  • შეუქმენით გარკვეული ბარიერები, რომ ძაღლებმა ვერ შეძლონ ფანჯრიდან გადასვლა;

  • არ დასვათ ძაღლი წინა სავარძელში და ნუ ჩაისვამთ კალთაში, რადგან საფრთხეს უქმნით, როგორც საკუთარ თავს, ასევე თქვენს ძაღლს.