იაპონიაში მალე მფრინავი მანქანები გამოჩნდება

იაპონიაში მალე მფრინავი მანქანები გამოჩნდება

12/11/2019

ტოკიოში 4-პროპელერიანი მფრინავი მანქანა წარადგინეს, რომლის საშუალებით მალე ადამიანებიც შეძლებენ სწრაფად და კომფორტულად გადაადგილებას. პირველმა საცდელმა ფრენამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა მასში ამჯერად მგზავრი არ იჯდა.


ინჟინრები 1 წლის მანძილზე მუშაობდნენ პირველ მფრინავ მანქანაზე, რომელიც სიგრძეში 3.9, სიგანეში 3.7, სიმაღლეში 1,3 მეტრია და 150 კილოგრამს იწონის.


იაპონიაში გეგმავენ, რომ 2023 წლიდან მფრინავი ავტომობილებით სარგებლობა რიგითმა ადამიანებმაც შეძლონ და მისი შეძენა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყოს.