გაამარტივებს თუ არა Microsoft_ის ახალი პროგრამა მართვის მოწმობის გამოცდას

გაამარტივებს თუ არა Microsoft_ის ახალი პროგრამა მართვის მოწმობის გამოცდას

03/12/2019

Microsoft-მა ახალი ხელოვნური ინტელექტის პროგრამა - HAMS წარადგინა, რომელმაც შესაძლოა მართვის მოწმობის გამოცდისას ინსტრუქტორები ჩაანაცვლოს.  მცირე ზომის აპარატი ავტომობილში თავსდება. მისი ერთი კამერა გზისკენ არის მიმართული, მეორე კი ავტომობილის მძღოლისკენ. HAMS-ს გააჩნია სენსორები და აქსელერომეტრი, რომლებიც მძღოლის ქმედებებს აფიქსირებენ. 


კომპანიაში ფიქრობენ, რომ ავტომობილში მყოფი ინსტრუქტორის კომენტარები ხშირად მძღოლს ძაბავს, რის გამოც ის სიტუაციაზე კონტროლს კარგავს და ავტომობილის მართვა უჭირს.    


HAMS-მა ტესტირება უკვე გაიარა ინდოეთში, უახლოეს მომავალში კი მას ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გამოცდიან.